proeqtis saxeli:
,,ქართული ცეკვა – ულამაზესი ლეგენდა საქართველოზე“
იდეა მოსწავლეები მოიძიებენ და იკვლევენ ინფორმაციას ქართული ცეკვების წარმომავლობის ,განვითარების ისტორიის და საქართველოს თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი ნიშანთვისებების შესახებ. საქართველო მსოფლიოში განთქმულია თავისი ულამაზესი ხალხური ცეკვებით, მას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები, ვაჟკაცური სული და ტემპერამენტი
მონაწილეთა ასაკი: 11–15 წელი
ვადები –3 თვე
აქტივობები შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით, ვებ– გვერდების გაკეთება, ინტერვიუს გაკეთება საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან,სურათების გადაღება, ბლოგების გაკეთება.
პროექტის მიზანი პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურა და ისტორია. შეადარონ და პარალელები გაავლონ სხვა ქვეყნების ტრადიციებთან.
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს, მოაწყობენ ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, გაეცნობიან ამ კუთხეებში ხალხური ცეკვების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, აიღებენ ინტერვიუს ქართული ეროვნული ცეკვების კორიფეებისაგან, პარალელს გაავლებენ დღევანდელობასთან.მოსწავლეები შექმნიან ფოტო ალბომებს, ბლოგებს, ელექტრონულ ჟურნალებს, სხვებსაც გაუზიარებენ კვლევით მიღებულ შედეგებს და შთაბეჭდილებებს.
წინასწარი ცოდნა ბავშვები იცნობენ ქართულ ხალხურ ცეკვებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები. ბიბლიოთეკებში და ინტერნეტით მოიძიებენ შესაბამის ინფორმაციას, აუდიო მასალებს Google საიტი, საპრეზენტაციო პროგრამა Powerpoint.
პროექტის მსვლელობა. პროექტში მონაწილე მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი გადაინაწილებს პროექტის განსახორციელებლად ფუნქციებს.თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი.ჯგუფები მოიძიებენ ინტერნეტით შესაბამის ლიტერატურას, საჭირო ინფორმაციებს, მოეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვდასხვა კუთხეებში შეხვდებიან და აიღებენ ინტერვიუს სხვადასახვა კუთხის ადგილობრივ მოცეკვავეებისაგან და ქორეოგრაფებისგან. მოსწავლეები შექმნიან ფოტო ალბომებს, ბლოგებს, ელექტრონულ ჟურნალებს. სხვადასხვა ჯგუფის წევრები გაუზიარებენ ერთმანეთს მოპოვებულ ინფორმაციას.გაიმართება დისკუსია.ჯგუფები დაახასიათებენ ,,ქართულ“ , ,,აჭარულ“, ,,მთიულურ“, ,,კინტოურ“ და სხვა ქართულ ეროვნულ ცეკვებს. გაეცნობიან ქართული ეროვნული ცეკვების წარმომავლობას და შექმნის ისტორიას.
სამუშაო ენა. ქართული.
საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი. ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ქართული ენა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარება, ჯგუფური და კვლევითი მუშაობის უნარჩვევების განვითარება, საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარის განვითარება, საკომუნიკაციო და სადისკუსიო კულტურის ჩვევების განვითარება. შეფასება მოხდება რუბრიკებით.
სარგებელი სხვებისთვის. პროეტის შედეგების (ბლოგები, ელექტრონული ჟურნალები, ფოტოალბომები) გაცნობა პროექტში არამონაწილე ადამიანებსაც კი მისცემს საშუალებას გაეცნოს საქართველოს სხვადასხავა კუთხის ცეკვებს, მათ წარმომავლობას და შექმნის ისტორიას.
ფალსილიტატორი ლალი ტაბატაძე
ჭიათურა. ბერეთისის საჯარო სკოლა
