,, ვაჟა–ფშაველა– 150“
იდეა მოსწავლეები მოიძიებენ და იკვლევენ ინფორმაციას ვაჟა– ფშაველას ბიოგრაფიაზე, მის შემოქმედებაზე, მთიელი ხალხის ისტორიასა და ტრადიციებზე, ფოლკლორზე
მონაწილეთა ასაკი: 14–15–16–17 წელი
ვადები –1თვე
აქტივობები შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით, ვებ– გვერდების გაკეთება, ნახატების გამოფენა. ვაჟა–ფშაველას ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან ეპიზოდების გახსენება–გათამაშება, პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერების მოძიება.
პროექტის მიზანი პროექტის მიზანია მოსწავლეები უფრო ღრმად გაეცნონ ვაჟა– ფშაველას ბიოგრაფიას და შემოქმედებას,ისწავლიან ღონისძიების დაგეგმვას, ფუნქციების განაწილებას.
მოსალოდნელი შედეგები ცოდნის გამოვლენის, ინფორმაციის მოზიების, ლექსიკური მარაგის გაფართოება, თვიტსემოქმედების, მსახიობის ოსტატობის, ურთიერთთანამშრომლობის, მსჯელობის, საკონცერტო ღონისძიების დაგეგმვის, ქართული ცეკვების, ვოკალური უნარ–ჩვევების
წინასწარი ცოდნა ბავშვები ნაწილობრივ იცნობენ ვაჟა–ფშაველას შემოქმედებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები. ბიბლიოთეკებში და ინტერნეტით მოიძიებენ შესაბამის ინფორმაციას, აუდიო და ვიდეო მასალებს.
პროექტის მსვლელობა. პროექტში მონაწილე მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი გადაინაწილებს პროექტის განსახორციელებლად ფუნქციებს.თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი. ერთი ჯგუფი მუშაობს ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფიაზე, მეორე ჯგუფი – პოეტის შემოქმედებაზე და წარმოადგენენ სცენებს სხვადასხავა ნაწარმოებებიდან, მესამე ჯგუფი შეისწავლის და წარმოადგენს ვაჟა–ფშაველას ლექსზე შექმნილ სიმღერებს, მეოთხე ჯგუფი კი წარმოადგენს ცეკვებს. ჯგუფები მოიძიებენ ინტერნეტით შესაბამის ლიტერატურას, საჭირო ინფორმაციებს, მოსწავლეები შექმნიან ფოტო ალბომებს, ბლოგებს, ელექტრონულ ჟურნალებს. შეიმუშავებენ ერთიან გეგმას ღონისძიებისთვის.
სამუშაო ენა. ქართული.
საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი. მუსიკა, ქართული ენა, ხელოვნება, ისტორია,
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარება, ჯგუფური და კვლევითი მუშაობის უნარჩვევების განვითარება, საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარის განვითარება, საკომუნიკაციო და სადისკუსიო კულტურის ჩვევების განვითარება.
სარგებელი სხვებისთვის. პროექ ტის შედეგების (ბლოგები, ელექტრონული ჟურნალები, ფოტოალბომები) გაცნობა პროექტში არამონაწილე ადამიანებსაც კი მისცემს საშუალებას გაეცნოს ვაჟა–ფშაველას შემოქმედებას.
ლალი ტაბატაძე
ჭიათურა. ბერეთისის საჯარო სკოლა

